ეთნოტური ქედაში

08 ივნისი 2022, 19:48 1396 ნახვა

აჭარული და გურული სიმღერები- ერთ სცენაზე. ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები ქედაში თანატოლების გასაცნობად იმყოფებოდნენ. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლები სანამ კონცერტს გამართავდნენ  ქედის კულტურის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბრები ძირითადად ხელოვნებას და ორ რეგიონს შორის კულტურულ კავშირებს შეეხებოდა. დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები. როგორც სტუმრები ასევე მასპინძლები ამბობენ მიზანი, რომლის მიღწევაც სურთ არის ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების შემოქმედებითი განვითარება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი