აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძის გუშინდელი ანგარიშის დროს გაკეთებული განცხადებები და მიმართვები ოპოზიციის მისამართით დღეს პარლამენტში შეფასებების საგანი გახდა.
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს, ''ქართული ოცნების'' ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს კი, როგორც ამბობს, განცხადებისთვის არ მოუსმენია, თუმცა ფიქრობს, რომ შესაძლოა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პარლამენტში ვაშაძის გაკეთებულმა განცხადებამ წაახალისა.