უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ დაახლოებით მილიარდ 600 მილიონი მილიარდი ადამიანი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ამას მოწმობს გაეროს გენერალური მდივნის ეგიდით შექმნილი გლობალურ სურსათზე, ენერგეტიკასა და ფინანსურ კრიზისებზე რეაგირების ჯგუფის მონაცემები, სადაც აღნიშნულია, რომ რამდენიმეთვიანი ომის შემდეგ მსოფლიოში სულ უფრო ღრმავდება კრიზისი, რომელიც ადამიანების ცხოვრებასა და საშუალებებზე უკვე აისახა.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კონფლიქტის მხარეებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ შექმნილი დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისია უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაულებების გამოძიების მიზნით გაემგზავრება.
გაეროს კომისია თავის პირველ მისიას უკრაინაში 2022 წლის 7-დან 16 ივნისამდე განახორციელებს.