ახალი ბულვარის სანაპირო ზოლის მოწესრიგება მოითხოვა ბრიფინგზე " ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რეზო ხარაზმა. მისი განცხადებით ქალაქი - დაპირების მიუხედავად სეზონს ინფრასტრუქტურულად მოუმზადებელი ხვდება.
ხარაზი ასევე განმარტავს, რომ ზაფხულის პერიოდში მიმდინარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები საცობებს ქმნის.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა საკრებულოს წევრებსაც მიმართა და მათგან ამ პრობლემების დღის წესრიგში დაყენება მოითხოვა.