პუტინმა ომის წამოწყებით სასურველი შედეგი ვერ მიიღო - სტოლტენბერგი

03 ივნისი 2022, 11:27 619 ნახვა

"უკრაინის ომი, ისევე როგორც სხვა ომების უმრავლესობა, დიდი ალბათობით მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება" ,– ამის შესახებ "ნატოს" გენერალურმა მდივანმა ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთი უნდა დაეხმაროს უკრაინას, რათა კიევს მოლაპარაკებების მაგიდასთან ძლიერი პოზიციები ჰქონდეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა "ნატოს" გაფართოების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ომის წამოწყებით, თავის მიზანს ვერ მიაღწია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში