სარეაბილიტაციო სამუშაოები ფარნავაზ მეფის ქუჩაზე. ბათუმის მერიის ინფორმაციით, გზის მოწყობის სამუშაოები ამ ეტაპზე გრიბოედოვიდან თაყაიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის მოწყობა, არსებული ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლება, დაზიანებული ველობილიკების, ტროტუარებისა და ბორდიურების აღდგენა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.
პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება.