ბათუმში საჯარო სკოლებში დამატებით 500 პირველკლასელის რეგისტრაციის მოთხოვნაა

31 მაისი 2022, 11:31 1154 ნახვა

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებიდან ერთ კვირაში ბათუმის საჯარო სკოლებში მინიმუმ 500 ბავშვი ისევ ელოდება სასურველ სკოლაში ჩარიცხვას.  ასობით მშობელმა განცხადებით სკოლებს უკვე მიმართა.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე სკოლასთან ახლოს მცხოვრები ბავშვების მიღების საკითხს განიხილავენ.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, იგეგმება კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის 25-დან 29-მდე გაზრდა.

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყო, მესამე ეტაპისთვის 1 735 ადგილი იყო გამოყოფილი.

ამ დრომდე დარჩენილია 380 თავისუფალი ადგილი, თუმცა ქალაქის გარეუბნებში მდებარე სკოლებში, სადაც მოთხოვნა ნაკლებია.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში