ელექტრონული რეცეპტის სისტემა - იყო თუ არა ფარმაცევტული სეგმენტი საკმარისად მზად ჯანდაცვის რეფორმისთვის?
რა პრობლემებს წააწყდნენ სექტორში დასაქმებულები ცვლილების ამოქმედების შემდეგ და შეასრულებს თუ არა რეფორმა თავის მიზანს? - საკითხზე აჭარის ექიმთა კავშირის ასოციაციის გაერთიანების ინიციატივით ფარმაცევტულ სექტორთან შეხვედრა გაიმართა, სადაც დიალოგის შექმნილ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
ფარმაცევტული კომპანიების ნაწილში თვლიან, რომ ელექტრონულ სისტემასთან ერთად უნდა დარჩენილიყო ქაღალდზე გამოწერილი რეცეპტიც.
შეგახსენებთ, 11 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით მომხმარებელი წამლის შეძენას მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მატერიალური სახით რეცეპტი აღარ გამოიწერება, თუმცა გამონაკლისი დაშვებულია სოფლის ექიმებისთვის.
ახალი რეგულაციის მიზანია დადგინდეს, უწერენ თუ არა ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ მედიკამენტს, რაც საქართველოში მძაფრად პრობლემური საკითხი იყო.