საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბულვარში, ანბაბის კოშკის მიმდებარედ სამხედრო ტექნიკის გამოფენა იმართება.
საქართველოში წარმოებული „დიდგორისა“ და „კობრას“ ასევე სხვა ჯავშან-ტექნიკის ნახვა ნებისმიერ მსურველს დღის ბოლომდე შეეძლება.
აქვე წარმოდგენილია საბრძოლო იარაღი. დაინტერესებულ პირებს საბრძოლო ტექნიკის შესახებ ინფორმაციას სამხედროები მიაწვდიან.