მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი მარიუპოლში

25 მაისი 2022, 14:16 910 ნახვა

,,მოჩვენებების ქალაქი’’ - ასე უწოდებენ დღეს უკრაინაში,  რუსეთის მიერ განადგურებულ და  ოკუპანტების ალყის ქვეშ მყოფ მარიუპოლს.  უკრაინული მედია, ქალაქის მერზე დაყრდნობით წერს, რომ  ომის დაწყების დღიდან, 3 თვის განმავლობაში სულ მცირე 22 000 ადამიანია მოკლული.

პეტრო ანდრიუშკოს თქმით, რეალური მაჩვენებელი  შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყოს. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივებს უჭირთ ქალაქში თავისუფლად გადაადგილება, რადგან ამისთვის,   სპეციალური საშვი საჭიროა, ფილტრაციის სისტემა კი მოქალაქეებს ქალაქის დატოვების საშუალებას არ აძლევს.

ქალაქი იზოლაციაშია -  მდგომარეობა კი ურთულესი,  იქ ახლა ჰუმნიტარული კატასტროფაა. "მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა. ქალაქში ყველგან სიბნელეა. ყველგან სიკვდილისა და ცეცხლის სუნია", - განაცხადა მერის მრჩეველმა.  ანდრიუშენკო ასევე, ავცელებს ვიდეოს და ამბობს , რომ ოკუპანტებმა მარიუპოლში , მეტროში , კიდევ ერთი ფილტრაციის პუნქტი გახსნეს. რუსეთის შეჭრის შემდეგ, 1 მარტიდან საპორტო ქალაქი ალყაშია მოქცეულოი.  ამ ხნის განმავლობაში, აგრესორების მთავარი სამიზნე  ფოლადის ქარხანა ,, აზოვსტალი’’ იყო.

ტელეგრამის ინტერნეტ არხზე ახალი ვიდეო გავრცელდა, სადაც რუსული არმიის  მიერ განადგურებული ქარხანა ჩანს.  ასევე უკრაინული მედიის ცნობით, ,,აზოვის’’ ბატალიონის მეთაური, რომელიც  ტყვეობაშია, ოჯახთან კავშირზე გავიდა. დენის  პროკოპენკოს  მეუღლის, კატერინა პროკოპენკოს თქმით,   ,,აზოვის’’ პოლკის მეთაურზე რუსებს არ უძალადიათ და  შედარებით ,,დამაკმაყოფილებელ’’ გარემოში ჰყავთ. 

პროკოპენკოს მეუღლემ ასევე აღნიშნა, რომ დაჭრილი ჯარისკაცების უმეტესობა ოკუპირებულ იელენოვკას ციხეშია, მძიმე დაჭრილთა მცირე ჯგუფი ოკუპირებულ ნავაიაზოვსკის საავადმყოფოში რჩება. მისივე ინფორმაციით, მეუღლის სატელეფონო ზარი უკრაინის და რუსეთის მთავრობებმა წითელი ჯვრის შუამდგომლობით შეათანხმეს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი