უკრაინის პირველმა ლედიმ დავოსის ფორუმის მონაწილეებს მიმართა

25 მაისი 2022, 10:07 957 ნახვა

უკრაინის პირველმა ლედიმ  ოლენა ზელენსკამ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე კიევში მდებარე უკრაინული სახლიდან ვიდეოკავშირით ჩაერთო და უკრაინაში ჰუმანიტარულ სიტუაციაზე ისაუბრა.

პირველმა ლედიმ მონაწილეებს აჩვენა უკრაინის ქალაქების ფოტოები რუსეთის თავდასხმამდე და მის შემდეგ, ასევე რუსული დაბომბვის შედეგად დაჭრილი უკრაინელების ფოტოები. მან აღნიშნა, რომ ახლა ეს არის მთელი უკრაინის სახე: დაჭრილი ქვეყანა სიცოცხლისთვის იბრძვის. „მტერი მიზანმიმართულად ანადგურებს  სამოქალაქო ობიექტებს. ჩვენ გვაქვს 200-ზე მეტი დანგრეული საავადმყოფო.  

დავიწყეთ ონკოლოგიით დაავადებული ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანა. ჩვენ გამოგვყავს ობლები. ისინი  შვეიცარიის ბერნისა და ვოდის კანტონებმა შეიფარეს - განაცხადა ზელენსკამ

მისი თქმით, დღეს უკრაინაში რამდენიმე ათეული ბავშვია კიდურის ამპუტაციით, რომლებსაც პროთეზირება და ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდებათ. ეს ის ამოცანაა, რომელზეც ახლა ვიწყებ მუშაობას - აღნიშნა პირველმა ლედიმ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი