დაავადებათა კონტროლი მაიმუნის ყვავილზე

23 მაისი 2022, 19:26 1031 ნახვა

საქართველოში ჯერ-ჯერობით მაიმუნის ყვავილი არ დაფიქსირებულა, თუმცა კვლევები, როგორც საქართველოს ჯანდაცვის მესვეურები აცხადებენ ინტენსიურად მიმდინარეობს. პაატა იმნაძის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ ქართველმა ინფექციონისტებმა მსოფლიოში დღემდე უცნობი ყვავილის ვირუსიც კი აღმოაჩინეს და მას ახმეტა ვირუსი უწოდეს. არც თუ იშვიათად საქართველოში ძროხის ყვავილიც დაფიქსირებულა. რაც შეეხება მაიმუნის ყვავილის პრევენციას, როგორც პაატა იმნაძე ამბობს, საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას ყვავილის აცრა ბავშვობაში აქვს გაკეთებული და ისინი რისკის ჯგუფებს არ მიეკუთვნებიან.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი