აშშ კიევში საელჩოს უსაფრთხოებას აძლიერებს

23 მაისი 2022, 10:05 471 ნახვა

აშშ-ის სამხედრო და დიპლომატიური ოფიციალური პირები  კიევში ახლად გახსნილი საელჩოს დასაცავად, ასევე საბრძოლო მოქმედებების  ზონაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის ესკალაციისა და ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოებასთან  დაკავშირებით საფრთხეების  თავიდან ასაცილებლად  უკრაინაში სპეციალური დანიშნულების რაზმების გაგზავნას გეგმავენ.  ამის შესახებ უოლ-სთრით ჯორნალი წერს. 

პრეზიდენტ ბაიდენისთვის ეს წინადადება ჯერ არ წარუდგენიათ. მაგრამ თუ ბაიდენი მას მხარს დაუჭერს, ამერიკული სპეცდანიშნულების ჯარს მხოლოდ რუსული რაკეტების მოქმედებების  ზონაში საელჩოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნით  განალაგებენ. ამერიკული სამხედრო კონტინგეტის უკრაინაში განთავსება კიდევ უფრო გაამწვავებს  სიტუაციას  რეგიონში - წერს გამოცემა, რადგან ბაიდენმა პირობა დადო, რომ  აშშ-ის ჯარები არ ჩაერთვებოდა უკრაინის ომში.

აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს დააბალანსოს სახელმწიფო დეპარტამენტის შეშფოთება, რომ კიევში აშშ-ის  საელჩოს გაძლიერებულმა უსაფრთხოებამ შესაძლოა შეაკავოს  რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სურვილი  თავდასხმა განახორციელოს აშშ-ს პერსონალზე,  თუ კიევში საომარი მოქმედებები ისევ განახლდება. 

რუსეთი აგრძელებს პერიოდულ საჰაერო თავდასხმებს უკრაინის დედაქალაქზე, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. 

დღეისთვის კიევში საელჩოს დაცვას დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში