ბათუმის "დინამოს" და "სამგურალის" მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

23 მაისი 2022, 11:08 567 ნახვა

ბათუმის დინამო 25 მაისს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლებს.

მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს 23 მაისს 13:00 საათიდან ონლაინ რეჟიმში საიტ: Biletebi.ge-ზე დაიწყება.

სტადიონის სალაროებში კი ბილეთები 24 მაისიდან გაიყიდება.

ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია. VIP სექტორზე კი 25 ლარი იქნება.

15 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმელები 34 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან. "სამგურალი" კი წლევანდელ სეზონში კარგ ფორმაშია და 29 ქულით მესამე ადგილს იკავებს.

ბათუმის "დინამოს" და წყალტუბოს "სამგურალის" დაპირისპირება 25 მაისს 21:00 საათზე ბათუმში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში