ჯანდაცვის და სანიტარიული კატასტროფა მარიუპოლში

22 მაისი 2022, 13:58 517 ნახვა

მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარული კატასტროფისკენ მიექანება, ამის შესახებ ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა. მისი თქმით სასმელ წყალს გაზაფხულის წვიმებით დაბინძურება ემუქრება.

მერმა რუსეთის ძალებს მოუწოდა, მოსახლეობას ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების უფლება მისცენ. ბოიჩენკომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა მარიუპოლზე კონტროლის სრულად დამყარებაზე განაცხადა. 

როგორ განვითარდება მოვლენები და სად აღმოჩნდებიან აზოვსტალის დამცველები  ამაზე ცალსახა პასუხი ამ დროისთვის არ არსებობს.

უკრაინელი სამხედროები გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც ოფიციალური კიევი ვერ აკონტროლებს, თუმცა უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ლიდერების მონაწილეობა რუსეთს იძულებულს გახდის შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და  ჯარისკაცები უკრაინას გადასცეს. 

მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი და უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსული ჯგუფის წევრი ლეონიდ სლუცკი  განიხილავს ოფიციალური მოსკოვის მხრიდან მარიუპოლის დამცველების ვიქტორ მედვედჩუკში გაცვლის შესაძლებლობას. თუმცა აქვე ამატებს, რომ „აზოველების“ არანაირი გაცვლა არ უნდა მოხდეს, მათი ბედი ტრიბუნალმა უნდა გადაწყვიტოს“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში