სამოქალაქო პანაშვიდი - ქართველი მებრძოლი რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს

20 მაისი 2022, 15:01 680 ნახვა

32 წლის რატი შურღაიას სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში იმართება. დღესვე ცხედარს საკუთარ სახლში გადაასვენებენ. უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი, სამშობლოში დღეს ჩამოასვენეს. რატი შურღაია უკრაინის ქალაქ იზუმთან დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, მან ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და კანტუზია განუვითარდა, მაგრამ მკურნალობა არ დაასრულა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება განაგრძო, რის გამოც მდგომარეობა გართულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში