პიანისტ ლექსო თორაძეს თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში რამდენიმე წუთში დაკრძალავენ.
ცნობილი პიანისტი 69 წლის ასაკში ამერიკაში გარდაიცვალა, სადაც 1983 წლიდან ცხოვრობდა.
ლექსო თორაძე აღიარებული იყო თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად.
მუსიკოსის საშემსრულებლო რეპერტუარი მოიცავდა სხვადასხვა კლასიკური ჟანრის ნაწარმოებებს. მან აღიარება მოიპოვა მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკის, ჩაიკოვსკის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებთა უბადლო შესრულებით.