ბათუმის ''დინამოს'' ბოლო ათწლეულის მეტი გოლის გამტანი 10 ფეხბურთელი

18 მაისი 2022, 12:24 673 ნახვა

ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" ბოლო 10 სეზონის განმავლობაში 8-ჯერ ქვეყნის მთავარ ლიგაში, ხოლო 2-ჯერ ლიგა 2-ში ითამაშა.

შავიზღვისპირელებმა გასულ სეზონში პირველი ჩემპიონობაც იზეიმეს, მეორე ადგილზე კი გუნდმა ბოლო 10 წელიწადში 3-ჯერ შეძლო გასვლა.

10 სეზონის ყველა ოფიციალური ტურნირის  სტატისტიკური მაჩვენებლებით ბათუმის ‘

"დინამოს" მაისურით ყველაზე მეტი გოლი ფლამარიონ ჯოვინომ გაიტანა. სამხრეთამერიკელმა ბათუმელთა მაისურით 113 შეხვედრაში მეტოქის კარი 58-ჯერ აიღო.

გოლის მატჩთან შეფარდებით კი საუკეთესო მაჩვენებლი მიხეილ ჯორბენაძეს აქვს, რომელმაც ‘’დინამოს’’ მაისურით 29 შეხვედრაში 20 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთელს ტრამვების ფეხბურთიდან  25 წლის ასაკში მოუწია წასვლა, რამდენიმე სეზონის შემდეგ ფეხბურთში დაბრუნება სცადა, თუმცა ეს მცდელობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ჯორბენაძეს ‘’დინამოს’’ მაისურით  საშუალოდ მატჩში 0,7 გოლი გაჰქონდა.

ბოლო ათწლეული ბათუმის "დინამოს" ყველაზე გამტანი ტოპ-10 კი ასე გამოიყურება: 

1.ფლამარიონ ჯოვინო  58 გოლი - 113 მატჩი
2. ჯაბა ჯიღაური  32 გოლი - 87 მატჩი
3. თეიმურაზ შონია - 26 გოლი -  110 მატჩი
4. ლადო  მამუჩაშვილ  26 გოლი - 134 მატჩი
5. ვაკო თევდორაძე -  24  გოლი -  248 მატჩი
6. გიორგი ბერიაშვილი 22 გოლი -  49 მატჩი
7. მიხეილ ჯორბანაძე  20 გოლი -  29 მატჩი
8. გიორგი ფანცულაია 19 გოლი -  56 მატჩი
9. ბესიკ ჩიმაკაძე 18 გოლი - 28 მატჩი
10. ნიკა დიასამიძე  14 გოლი -  93 მატჩი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში