ექსპრეზიდენტი სააკაშვილი საავადმყოფოში დღე 2

13 მაისი 2022, 20:15 228 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ მოინახულა გიული ალასაინამ. ექსპრეზიდენტის დედა ამბობს, რომ სააკაშვილს კვლევები უტარდება, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა, სათანადოდ ვერ იღებს საკვებს და ფიქრობს, რომ რამდენიმე დღეში მას ისევ ციხეში დააბრუნებენ, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მეორე დღეა კლინიკა ვივამედშია. იგი დღეს ადვოკატებმაც მოინახულეს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში