''აზოვის'' მებრძოლებს შეუძლიათ ქარხანა დატოვონ თუ იარაღას დაყრიან - პესკოვი 

13 მაისი 2022, 17:36 702 ნახვა

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინელ მებრძოლებს შეუძლიათ „აზოვსტალის“ ქარხანა დატოვონ, თუ ისინი იარაღს დაყრიან - ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

კრემლის პრესსპიკერის განმარტებით, მარიუპოლის დატოვება ყველა მშვიდობიან მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით. 

„რაც შეეხება სამხედროებს, მათაც შეუძლიათ გამოსვლა იარაღის დაყრის შემთხვევაში. მათ შესაბამისად მოეპყრობიან. ყველა დაჭრილს გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. პრეზიდენტის ეს სიტყვები უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებაა, სწორედ აქედან გამოვდივართ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

რუსმა სამხედროებმა 7 მარტს ალყა შემოარტყეს მარიუპოლს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლოაბაში აზოვსტალის ქარხანა აქტიურად იბომბება. ქარხანას თავს აფარებდა მშვიდობიანი მოსახლეობაც. მათი ევაკუაცია უკვე განხორიცელდა.

''აზოვის'' პოლკის მეომრები დახმარებას ითხოვენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი