დღეს ბათუმი ნახევარფინალში ქუთაისს დაუპირისპირდება

13 მაისი 2022, 10:13 176 ნახვა

საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში "ბათუმი" "ქუთაისთან" დაწყვილდა. დღეს ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.

შეგახსნებთ, რომ “ქუთაისი" 36 ქულით რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ხოლო "ბათუმმა" 31 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.

მეოთხედინალში ბუბა ბერიშვილის გუნდმა ვერა 3:0 დაამარცხა და ნახევარფინალში ჩემპიონ ქუთაისს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალის საგზური რუსთავის ძლევით მოიპოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში