წელს გაზაფხული უჩვეულოდ ცივი აღმოჩნდა, ჰაერის ტემპერატურა აპრილსა და მაისში იმდენად დაბალი იყო, რომ მაღალ მთაში სულ რამდენიმე დღის წინაც კი თოვდა. შესაბამისად ხვნა-თესვის სამუშაოები ფერმერების დიდ ნაწილს ჯერ არ დაუწყია. სოფლად მცხოვრებლებისთვის ნაკვეთებში მოწეული მოსავალი მთელი წლის განმავლობაში არსებობის საშუალებაა, მარაგის შესანახადაც და გასაყიდადაც