„აზოვსტალში“ ბრძოლა სიცოცხლისთვის გრძელდება

10 მაისი 2022, 20:06 1192 ნახვა
00:00
00:00

ომის 76-ე დღე. განსაკუთრებული იერიშები ისევ მარიუპოლისკენაა. მძიმე ვითარებაა აზოვსტალის ქარხანაში, სადაც მყოფი მებრძოლები „აზოვის“ პოლკის“ ინფორმაციით, არიან სრულ ანტისანიტარიაში ღია ჭრილობებით, შესაბამისი მედიკამენტებისა და საკვების გარეშე. სამხედროებმა გაეროსა და წითელ ჯვარს მიმართეს მოთხოვნით „აჩვენონ მათ ჰუმანურობა და დაამტკიცონ ის ძირეული პრინციპები, რომლებზეც ისინი შეიქმნა“ და გადაარჩინონ დაშავებული ადამიანები, რომლებიც აღარ იღებენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი