დღეს ბათუმის ''დინამო'' გორის ''დილას'' დაუპირისპირდება

08 მაისი 2022, 11:00 378 ნახვა

დღეს ეროვნული ლიგის მე-12 ტურში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ საკუთარ მოედანზე გორის „დილას“ უმასპინძლებს.

ეს გუნდები ამ სეზონში უკვე მეორედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. პირველი შეხვედრა თენგიზ ბურჯანის სახელობის სტადიონზე დილას გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ამ დროისთვის ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 24 ქულით შავიზღვისპირელები ლიდერობენ, ხოლო გორის „დილა“ 22 ქულით მეორე პოზიციაზეა.

“დინამო“ ბათუმისა და გორის „დილას“ მატჩი  21:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში