''შავი ლომი'' რაგბი ევროპის სუპერ თასის გამარჯვებულია.
სუპერ თასის პირველი ტიტულისთვის ბრძოლაში ''შავი ლომის'' მეტოქე ფინალში პორტუგალიური ‘'ლუზიტანუში'' იყო.
აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდებმა გულშემატკივარს დაძაბული შეხვედრა აჩვენა.
ქართულმა ფრენჩაიზმა კი მატჩი 17-14 მოიგო და სადებიუტო სეზონშივე პირველი ტურნირის ჩემპიონი გახდა.
''შავი ლომიდან'' ლელოები ლუკა ივანიშვილმა და თენგიზ პერანიძემ დადეს.