"ბათუმის" ნახევარფინალური სერიის მატჩების თარიღი ცნობილია

07 მაისი 2022, 15:10 1049 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო კლუბის ნახევარფინალური მატჩების თარიღი ცნობილია.

"ბათუმის" მეტოქე ნახევარფინალების სერიაში "ქუთაისი" იქნება. 13 და 14 მაისს 18:00 საათზე სერიის ორივე შეხვედრა ქუთაისში გაიმართება. 

17 მაისს კი უკვე ბათუმი უმასპინძლებს სერიის მესამე დაპირისპირებას. ეს მატჩიც 18:00 საათზე არის ჩანიშნული.

დებულების თანახმად საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მატჩები დაინიშნება, თუ კი ერთ-ერთ გუნდს 3 მოგება არ დაუგროვდება.

"ბათუმმა" და "ქუთაისმა" მეოთხედფინალი მარტივად დაძლიეს.

ეს გუნდები ერთმანეთს ცოტა ხნის წინ საქართველოს თასის ფინალში შეხვდნენ, სადაც ბათუმის საკალათბურთო კლუბმა "ქუთაისი" 73-69 დაამარცხა და ტიტული მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში