ბათუმის საკალათბურთო კლუბი "სუპერლიგის" ნახევარფინალშია

05 მაისი 2022, 18:04 866 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო კლუბი "სუპერლიგის" ნახევარფინალშია.

მეოთხედფინალური სერიის მესამე შეხვედრაში ბათუმელებმა თბილისის "ვერა" ისევ დაამარცხეს, ამჯერად ანგარიშით 69-89 და შემდეგ ეტაპზე დამაჯერებლად გავიდნენ. "ბათუმმა" თბილისურ კლუბს სერია 3-0 მოუგო. 

ნახევარფინალში ბათუმის საკალათბურთო "ქუთაისსა" და "რუსთავს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში