აზოვსტალის ქარხანაზე რუსეთის თავდასხმებს გაერო გმობს. გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განცხადებით, მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციას საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც.
ამ ეტაპზე გაეროში დეტალების გასაჯაროვებისგან თავს იკავებენ. ამ განცხადებამდე კი ცოტა ხნით ადრე "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციისთვის დახმარება ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანს სთხოვა.
„იქ დარჩენილთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვანია. ვითხოვთ თქვენს დახმარებას მათ გადარჩენაში“, - აღნიშნულია ზელენსკის განცხადებაში.