ინტერვიუ საზღვაო ქვეითთან, რომელმაც რუსული გემი ცნობილი მიმართულებით გაგზავნა

03 მაისი 2022, 14:56 1074 ნახვა

რომ სცოდნოდათ ამ ფრაზის ავტორი ვიყავი, ვეღარ ვიცოცხლებდი.  რუსული სამხედრო ხომალდის მიმართულების შესახებ ლეგენდარული ფრაზის ავტორის  რომან გრიბოვის ინტერვიუს უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საზღვაო ქვეითი  კუნძულ ზმეინზე რუსი ოკუპანტების თავდასხმას და შემდგომ მათ ტყვეობაში ყოფნის პერიოდს იხსენებს.

ძაღლებზე უარესად  გვეპყრობოდნენ,   ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გვაწამებდნენ - ამბობს იგი. 

უკრაინელი საზღვაო ქვეითი რუსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ადამიანების მორალურ განადგურებაზეც საუბრობს.  ყველას ერთნაირად ეპყრობოდნენ, მათთვის სულ ერთი იყო, თუ ვინ იდგა მათ წინაშე  ჯარისკაცი, ქალი თუ მღვდელი- იხსენებს გრიბოვი.

უკრაინელ ტყვეებს ატყუებდნენ, თითქოს რუსულმა ჯარმა კიევი  და უკრაინის დიდი ქალაქები აიღო.  ხოლო როცა სამხედრო ტყვეები გასაცვლელად მიჰყავდათ, მათ ეგონათ, რომ  დასახვრეტად  აგზავნიდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი