საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შორის გამართული მატჩი მასობრივი ჩხუბის გამო შეწყდა.
სტადიონზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოფიციალური პირების გადაწყვეტილებით შეწყდა. მომხდარ ფაქტზე სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.
ქართული კლასიკო ტრადიციულად დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. შეხვედრას დედაქალაქელები 1-2 იგებდნენ თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 97-ე წუთზე დაპირისპირება დაიწყო როგორც ფეხბურთელებს, გუნდების შტაბსა და გულშემატკივრებს შორის.
უახლოეს დღეებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი ამ შეხვედრაზე იმსჯელებს და განაჩენასაც გამოიტანს.