ჩემპიონატის მეორე წრის პირველ შეხვედრაში “დინამო” “სიონს” დაუპირისპირდება

29 აპრილი 2022, 10:07 2047 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურში დინამო ბათუმი სტუმრად ბოლნისში ადგილობრივ სიონს დაუპირისპირდება.

ცხრა ტურის შემდეგ ჩემპიონატის პირველი წრე მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისში ჯოვინო ფლამარიონის დუბლით და კვარაცხელიას გოლით 3:0 გამარჯვებით დაასრულა და სატურნირო ცხრილს 22 ქულით ლიდერობს.

დინამოს ბრაზილიელი ფორვარდი ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველია, მის ანგარიშზე უკვე ცხრა გატანილი გოლია, აქედან ხუთი კი ფლამარიონმა ბოლო სამ შეხვედრაში გაიტანა.

სიონისა და დინამოს მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი