ტურისტული სეზონის შესახვედრად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმის ბულვარში.
დაგეგმილია უკრაინული სკვერის, ახალი ადაპტირებული პლაჟის და ახალ ბულვარში 4800 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკეიტ პარკის მოწყობა.
ამასთან ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, ტურისტული სეზონის დაწყებამდე ძველ ბულვარში არსებული საბავშვო მოედნის რეაბილიტაცია მოხდება.
ბათუმის ბულვარის 2022-ის სეზონის შესახვედრად რეპორტაჟს ნახავთ ''მთავარში'' 20:00 საათზე