იმუნიზაციის კვირეული გრძელდება

28 აპრილი 2022, 13:52 254 ნახვა

„დიდხანს სიცოცხლე ყველას“ - აჭარაში ევროპის იმუნიზაციის კვირეული გრძელდება. გეგმური ვაქცინაციის მნიშვნელობაზე დღეს შეხვედრა ბათუმის საბავშო ბაღების წარმომადგენლებთან გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს  5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა გეგმიური ვაქცინის გაკეთების აუცილებლობის საკითხი.

ბათუმის საბავშვო ბაღებში ამ დრომდე ირიცხება რამდენიმე აღსაზრდელი, რომელთაც წითელას, წითურასა და ყბაყურას გეგმიური აცრის მეორე დოზა პანდემიის გამო შეუფერხდათ.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში