ხელვაჩაურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება. წელსაც 46 დასახლება ჯამში 90 000 ლარამდე თანხას დახარჯავს. წელსაც პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის მოწყობაა.
როგორც საკრებულოს სხდომაზე განაცხადეს ჯამში 8 სამუშაო ჯგუფი სწავლობდა ადგილობრივების მოთხოვნებს. რომელ სოფელში რა პროექტი განხორციელდება ხმათა უმრავლესობით გადაწყდა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დეპუტატებმა იმსჯელეს გენდერული საბჭოს მომდევნო 2 ლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება იყო.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს სხდომას ოპოზიციის ნაწილი, კერძოდ კი ნაციონალური მოძრაობა არ ესწრებოდა.