პირველი წრის საუკეთესოები

28 აპრილი 2022, 10:00 479 ნახვა

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა პირველი წრის რჩეულები დაასახელა და საუკეთესო მწვრთნელად გია გეგუჩაძე აღიარა. ბათუმის გუნდმა პირველ წრეში 9 მატჩი ჩაატარა და 22 ქულა დააგროვა – 7 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. ბათუმელებმა ყველაზე მეტი (24) გოლი გაიტანეს და ყველაზე ნაკლები (6) გაუშვეს. წრის გამორჩეულ ფეხბურთელად ასევე დინამოელი ჯოვინო ფლამარიონი აღიარეს.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა 9 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელებში ბათუმის დინამოდან მოხვდნენ ასევე მეკარე ლაზარე კუპატაძე, სანდრო ალთუნაშვილი და ვლადიმერ მამუჩაშვილი.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ ზაფხულიდან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაებმება.

გია გეგუჩაძის გუნდი განუთესავთა შორის მოხვდა და მათი სავარაუდო რვა მეტოქის ვინაობა გახდა ცნობილი. ჯამში ასეთი 17 იქნება, რომელთა ვინაობა ჩემპიონატების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში