რუსეთის დუმის სპიკერი უკრაინას ტერორისტულ სახელმწიფოს უწოდებს

26 აპრილი 2022, 10:04 945 ნახვა

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ „საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის გაჩაღების შემდეგ, კიევი გადავიდა ტერაქტებზე  სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“.  ვოლოდინი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ გუშინ, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ჟურნალისტებზე თავდასხმები აღკვეთა.

დუმის სპიკერი ასახელებს კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტებს: ვლადიმირ სოლოვიოვს, მარგარიტა სიმონიანს, დმიტრი კისილიოვს, ევგენი პოპოვს, ოლგა სკაბეევას და ტიგრან კეოსაიანს.

ვოლოდინი მოითხოვს აღიარონ  უკრაინა ტერორისტულ სახელმწიფოდ, პასუხი აგებინონ  და დასაჯონ ზელენსკი და ყველა დამნაშავე.

დუმის სპიკერის უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებას სწორს და დროულს უწოდებს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი