მარიუპოლში კვლავ მძიმე ვითარებაა

25 აპრილი 2022, 14:35 758 ნახვა

კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაა საპორტო ქალაქ მარიუპოლში.  ქალაქს, რომელიც მიწასთანაა გასწორებული, რუსული არმია აკონტროლებს.  განსაკუთრებით  რთული ვითარება   ფოლადის ქარხანა ,, აზოვსტალში’’. 

ქარხნის სარდაფში ჩარჩენილი  მშვიდობიანი მოქალაქეები   ისევ დახმარებას ითხოვენ. თითქმის ორი თვეა  მათ მზის შუქი არ უნახავთ. აზოვსტალის  ბუნკერიდან კიდევ ერთი ახალი კადრი  გავრცელდა. გვიშველეთ, წაგვიყავენთ, სიცოცხლე გვინდა- აცხადებენ მოქალაქეები.  

გავრცელებულ კადრებში ჩანს  აზოვსტალის  დაჭრილი მებრძოლებიც.  აქ დარჩენილ ადამიანებს ეწურებათ  საკვები, წყალი, როგრც ამბობენ,  მხოლოდ 1 კვირის სამყოფი დარჩათ- მშვიდობიანი მოქალაქეები დახმარებას, მსოფლიო ლიდერებს თხოვენ. მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან დღემდე, მარიუპოლში 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამ დროისთვის, 100 000-ზე მეტი ადამიანი რჩება მარიუპოლში. ისინი შველას ითხოვენ.

ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშუკმა კი განმარტა, რომ  აუცილებელია, ცეცხლის შეწყვეტისა და მოსახლეობის ევაკუაციის საკითხებში გაერომ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას.  გაიხსნება თუ არა დღეს  ჰუმანიტარული დერეფნები ჯერ უცნობია. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი