ომის 60 დღე უკრაინაში

24 აპრილი 2022, 17:09 827 ნახვა

საოკუპაციო ჯარები ცდილობენ აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებზე კონტროლის ზონები გააფართოონ და უკრაინის თავდაცვის პოზიციები გაარღვიონ. ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 12 შეტევა მოიგერიეს.

ეტაპობრივად მიმდინარეობს ევაკუაციის პროცესი. ამ დროისთვის, ხერსონიდან მხოლოდ 610 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ოკუპანტების შეტევის საფრთხის გამო, კიევმა მიიღო გადაწყვეტილება დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებიდან პროცესი დროებით შეაჩეროს.  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა და რუსი ოკუპანტების მიერ ქვეყანაში ჩადენილ სისასტიკეზე ისაუბრა.

ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა ოდესაში, მშვიდობიან მოქალაქეებზე განხორციელებულ თავდასხმაზე. მანვე აღნიშნა, რომ ის, რაც კრემლმა უკრაინაში გააკეთა, საკმარისი არგუმენტია იმისათვის, რომ მსოფლიომ რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიაროს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი