მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ითხოვენ

24 აპრილი 2022, 17:28 747 ნახვა

რუსეთს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც  მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების გამოსაყვანად.

კომიტეტი აღნიშნავს, რომ არაერთხელ სთხოვა რუსეთს, დაუშვას მარიუპოლის მცხოვრებლების უსაფრთხოდ გაყვანა საომარი მოქმედებების ადგილიდან ან მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, თუმცა რუსეთმა ეს მიმართვები უპასუხოდ დატოვა.

მათივე ცნობით, ადგილზე იქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანას ასეთი შეთანხმების მიღწევისა და უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებისთანავე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში