"აზოვის" მორიგი მიმართვა

24 აპრილი 2022, 17:48 944 ნახვა

აღდგომის დილას ოკუპანტებმა კიდევ ორი ბავშვის სიცოცხლე შეიწირეს.  დონბასში რუსების შეტევის შედეგად 14 და 15 წლის ბავშვები დაიღუპნენ - ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ავრცელებს. 

რუსების მისამართით არაერთი მოწოდების მიუხედავად, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი, რუსეთის მხრიდან მარიუპოლში ყველა შესაძლო იარაღის გამოყენებასა და უკრაინელი სამხედროების პოზიციების შტურმით აღების მცდელობაზე საუბრობს. 

აზოვსტალზე შეტევას ადასტურებს პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკიც და მოსკოვს მოუწოდებს რეპუტაციის ნარჩენების შესანარჩუნებლად სამი ნაბიჯი გადადგას  ესენია: - გამოცხადდეს ნამდვილი სააღდგომო ზავი მარიუპოლში, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი და შეთანხმდნენ „მოლაპარაკებების სპეციალურ რაუნდზე“, რომლის მეშვეობითაც უკრაინა შეძლებას სამხედროების წამოყვანასა და გაცვლას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი