საფრანგეთი პრეზიდენტს ირჩევს

24 აპრილი 2022, 14:04 698 ნახვა

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი უპირისპირდებიან.

პირველი ეგზიტპოლები პარიზის დროით 20:00 საათზეა მოსალოდნელი, როდესაც ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურება.  

დასავლური მედიის ცნობით, ხმის მისაცემად რეგისტრირებულია დაახლოებით 48,7 მილიონი, თუმცა შესაძლოა, რომ აქტივობა პირველ ტურთან შედარებით უფრო დაბალი იყოს.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხმების 27.6% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, "ულტრამემარჯვენე" კანდიდატმა მარინ ლე პენმა კი 23.4%.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი