დღეს შუხუთში ლელობურთი გაიმართება

24 აპრილი 2022, 11:59 1168 ნახვა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში დღეს ტრადიციული ლელობურთი გაიმართება.

შუხუთში დილიდან სხვადასხვა სპორტული აქტივობები არის დაგეგმილი.

ლელობურთი კი 17:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია.ლელობურთს ტრადიციულად 16 კილოგრამიანი ბურთით თამაშობენ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ლელობურთი კორონავირუსის პანდემიის გამო არ ტარდებოდა.

2019 წელს კი ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ბრძოლას უკავშირებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში