ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია

24 აპრილი 2022, 11:52 1126 ნახვა

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია - ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ „ევროპეისკაია პრავდაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ივნისში, რასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოელის.

შალენბერგმა თავისი მოსაზრება იმით ახსნა, რომ არსებობენ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები, რომლებმაც კანდიდატის სტატუსამდე გაცილებით გრძელი გზა გაიარეს.ერთ-ერთი ავსტრიულ გამოცემის ცნობით, შალენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი არც  მომავალშიც უნდა გახდეს. ის უკრაინისთვის განსხვავებული გზის მომხრეა.

ავსტრიის პირველი დიპლომატის თქმით, უკრაინას შეუძლია შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ ზონას ან უბრალოდ შეინარჩუნოს ასოცირების შეთანხმების არსებული დონე.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი