ბათუმის "დინამომ" გასვლაზე "ტორპედო" დიდი ანგარიშით დაამარცხა

23 აპრილი 2022, 21:55 1508 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამო" გასვლაზე ქუთაისში ადგილობრივ "ტორპედოს" ესტუმრა და დიდი ანგარიშით 0-3 დაამარცხა.

მე-13 წუთზე ანგარიში ჯოვინო ფალამარიონმა გახსნა.

12 წუთში ფალამარიონმა ალთუნაშვილის გადაცემის შემდეგ დუბლი შეასრულა და "დინამომ" ტაიმი 0-2 მოიგო.

64-ე წუთზე ჯოვინომ უკვე თავი საგოლე გადაცემთ გამოიჩინა და გოლის გატანა ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო.
ამით ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა.

ბათუმელები 9 ტურის შემდეგ 22 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან. მეორე ადგილზე მყოფ გორის "დილას" კი 19 ქულა აქვს.

შემდეგ ტურში გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმის "დინამო" 29 აპრილს გასვლაზე ბოლნისის "სიონის" ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი