ხვალ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩები გაიმართება.
მოქმედი ჩემპიონი ბათუმის დინამო, რომელიც 19 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივ ტორპედოს დაუპირისპირდება. სხვა შეხვედრებში სამგურალი დილას უმასპინძლებს, ლოკომოტივი სიონს მიიღებს.
თბილისის დინამო სტუმრად გაგრას დაუპირისპირდება, საბურთალო კი თელავს ესტუმრება.
''დინამო ბათუმისა'' და ''ტორპედოს'' მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.