უკრაინის მოქალაქეები „დინამოს“ თამაშებს უფასოდ დაესწრებიან

15 აპრილი 2022, 10:32 1063 ნახვა

დინამო ბათუმის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქეები საქართველოს ჩემპიონის მომავალ საშინაო შეხვედრებზე დასწრებას უფასოდ შეძლებენ. ინფორმაცია ბათუმური კლუბის Facebook-გვერდზე გავრცელდა. ამისთვის სტადიონის სალაროში უკრაინის მოქალაქემ უნდა წარადგინოს პასპორტი, რის შემდეგაც მატჩზე დასასწრები ბილეთი უსასყიდლოდ გადაეცემა.

"აღნიშნული ინიციატივით გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი თქვენდამი სოლიდარობა და გვჯერა, რომ ჩვენს საოცარ არენაზე მიღებული ემოციები მცირედით მაინც გააფერადებს თქვენს ყოველდღიურ ფიქრებს", - ნათქვამია ბათუმური კლუბის განცხადებაში.

გია გეგუჩაძის გუნდი უახლოეს საშინაო შეხვედრას აჭარაბეთ არენაზე 18 აპრილს, 21:00 საათზე გამართავს და გაგრას უმასპინძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი