ჩავუშოღლუმ ერდოღანის რუს და უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებების გაგრძელება დაანონსა

14 აპრილი 2022, 14:45 1244 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიპ ერდოღანის კონტაქტები უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს  შორის გაგრძელდება. განცხადება თურქეთის საგარეო საქმეა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ  თურქული  ტელეარხის  „ენ-ტი-ვის“ ეთერში გააკეთა. 

თურქეთის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ანკარა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების ახალი შეხვედრების ორგანიზების მიზნით ძალისხმევას აგრძელებს. 

თურქეთში რუსეთისა და უკრაინის ლიდერების პირისპირი  შეხვედრის შესახებ კითხვას, ჩავუშოღლუმ უპასუხა, რომ ყველაფერი  რუსეთის პრეზიდენტის დადებით პასუხზეა დამოკიდებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი