,,პერსონალური ასისტენტის” პროგრამა საუკეთესო პრაქტიკად დასახელდა

14 აპრილი 2022, 11:34 1021 ნახვა

ბათუმის მერიის ,,პერსონალური ასისტენტის” პროგრამა საუკეთესო პრაქტიკად დასახელდა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ კონფერენციაზე მოპოვებული ჯილდო  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ბათუმის მერმა მიულოცა.  

უწყების ინფორმაციით,  პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა და მის  ფარგლებში 10-ზე მეტი პერსონალური ასისტენტი გადამზადდა, ხოლო სერვისის მიწოდება მაისიდან დაიწყება. 

პროგრამა  პასუხობს შშმ პირთა შესახებ ევროკავშირის კონვენციის მოთხოვნებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი