ომის 48-ე დღე, უკრაინისთვის ისევ მძიმეა. გენერალური პროკურატურის განცხადებით, კიევის მახლობლად შენობის სარდაფში ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლული 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს. პროკურორის ინფორმაციით, მკვლელობები დედაქალაქ კიევის გარეთ, ქალაქ ბროვარში მოხდა. კრემლის ლიდერი კი, რომელიც რუსეთის მიზნებს აბსოლუტურად ნათელსა და კეთილშობილურს უწოდებს, უკრაინასთან დიალოგის ფორმატს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ძალისხმევას უკავშირებს.