მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია და თანდაყოლილი ამოვარდნილობა - აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამას აგრძელებს.
ცენტრის ინფორმაციით, პროგრამა ბავშვთა განვითარების ადრეულ ასაკში ძვალ-სახსართა თანდაყოლილი დეფორმაციების, მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ამოვარდნილობის და დისპლაზიის დროული გამოვლენის მიზნით შესაბამის კონსულტაციებს და კვლევებს ითვალისწინებს.